მრავალწლიანი მეგობრობის აღნიშვნა

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ჯადოსნური სამყარო“ და ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის მეგობრობა წლებს ითვლის. ბავშვები და ხანდაზმულები ყოველწლიურად ერთად აღნიშნავენ მნიშვნელოვან თარიღებს და ერთმანეთს სასიამოვნო განწყობას უქმნიან. წელსაც, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე დღის ცენტრის აღსაზრდელებს სოციალური ცენტრის ხანდაზმულებმა მიულოცეს და ბავშვებს საკუთარი შემოქმედებით დღე გაულამაზეს, დღის ბოლოს, მრავალწლიანი მეგობრობის ნიშნად, საზეიმოდ ტორტი გაჭრეს.