ზაფხული ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეებისთვის ახალი ცოდნის მიღების და ახალი მეგობრობის დაწყების შესაძლებლობა იყო. ყოველკვირეულად, დღის ცენტრს 21 წლის მოხალისე, ლევან აგაბაშვილი სტუმრობდა და ბავშვებს ხატვის გაკვეთილებს უტარებდა. ლევანმა აქტივობები თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმა და თავისივე შემუშავებული მეთოდებით მათ შეასწავლა: როგორ დაეხატათ სხვადასხვა ფორმები, 3D ფიგურები და ფიგურების დახმარებით როგორ აეგოთ სხვადასხვა კომპოზიცია.