გვიხარია, რომ ყოველწლიურად ჩვენი ორგანიზაციის მიერ ადმინისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრები ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მონაწილეა! წელს, თერჯოლის დღის ცენტრის “საპოვნელა” ბენეფიციარები შეუერთდნენ ღონისძიებას. იყო ბევრი მხიარულება, თამაში და საჩუქრები. ეს დღე კიდევ ერთ სასიამოვნო მოგონებად დარჩება ჩვენი ცენტრის ისტორიაში! მადლობა ჩვენს მეგობარ ორგანიზაციას MAC Georgia –ს რომელიც მუდმივად ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა კეთილდღეობაზე და ამ პროცესში ჩვენ არასდროს არ ვავიწყდებით!