ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD) ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, მშობლებისა და ბაღის აღმზრდელებისთვის, მართავს საინფორმაციო შეხვედრებს თემაზე – ბავშვებში მეტყველების დარღვევების დროული ამოცნობა და შესაბამისი რეაგირება.
შეხვედრებს ორაგანიზაციის ენისა და მეტყველების თერაპევტი, ანა თაკვარელია უძღვება, რომელიც მონაწილეებს უზიარებს მნიშვნელოვან ინფორმაციას მეტყველების განვითარების ეტაპებზე, შესაძლო სირთულეებზე და იმ ნიშნებზე, რომელთა დროული შემჩნევა და შესაბამისი რეაგირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის.
შეხვედრები უკვე გაიმართა ქუთაისის №5, №8, №13, №15, №18, №20 და №31 საბავშვო ბაღებში. რამდენიმე ბაღში თერაპევტმა, მშობლების თანხმობით, ბავშვებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციებიც ჩაატარა. ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის აგრძელებს თანამშრომლობას ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან და უახლოეს პერიოდში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ქუთაისის ყველა ბაღში იგეგმება.

