ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის, ბაღდათში მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრთან ლოგომედი • Logomedi თანამშრომლობით, ბავშვებისა და მოზარდებისთვის ენისა და მეტყველების თერაპევტის უფასო კონსულტაცია გამართა.
კონსულტაცია, მიზნად ისახავდა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენას, პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის შედგენას.
კონსულტაციაზე მოსულ პირებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ბაღდათში არსებული და სამომავლოდ დაგეგმილი სოციალური სერვისების შესახებ.
კონსულტაციას უძღვებოდა “ლოგომედის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ენისა და მეტყველების თერაპევტი ეკატერინე ჭავჭავაძე. კონსულტაციები პროექტის „საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის მოვლისა და თერაპიის გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში ჩატარდა, პროექტი დაფინასნებულია ბულგარეთის განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც ორგანიზაცია ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის ახორციელებს.

