28 ნოემბერს, თერჯოლაში ორგანიზაციამ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრთან ლოგომედი • Logomedi თანამშრომლობით, თერჯოლის უნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ბავშვებისა და მოზარდებისთვის ენისა და მეტყველების თერაპევტის უფასო კონსულტაცია გამართა.
კონსულტაცია, მიზნად ისახავდა მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენას, პრობლემის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების გეგმის შედგენას.
კონსულტაციას უძღვებოდა “ლოგომედის” ხელმძღვანელი და დამფუძნებელი, ენისა და მეტყველების თერაპევტი ეკატერინე ჭავჭავაძე.
კონულტაციის პროცესს მერიის სოციალური სამსახურის და ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც თერჯოლის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრეს და თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვთა და პირთა საკეთილდღეოდ, სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. უფასო კონსულტაციით 22– მა ბავშვმა ისარგებლა.

