მელაურის წმინდა პეტრე და პავლეს სახელობის ტაძრის მამაო, მამა შალვა, მრევლთან ერთად სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ლამპარი“ ესტუმრა, ბავშვებს შობა–ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. დღემ საინტერესოდ და სასიამოვნოდ ჩაიარა, მამაომ შობის დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ბავშვებმა სტუმრებს თავიანთი შემოქმედება – ცეკვა, სიმღერა, ხელნაკეთი ნივთები წარუდგინეს, დღის ბოლოს სტუმრების მიერ მორთმეული ტორტი საზეიმოდ გაჭრეს და ერთმანეთს კიდევ შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ. ასეთი ლამაზი დღეები კეთილი ადამიანების გარეშე არ შედგება ხოლმე, ამჯერად მამა შალვას ინიციატივას მრევლმა და ზაზა ჯიქიძემ დაუჭირა მხარი, რომელსაც საკუთარი მაღაზია აქვს და მუდამ მზადაა კეთილი წამოწყებების მხარდამჭერი იყო.