მაკდონალდსმა თერჯოლის შშმ ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელას“ ბავშვებს უმასპინძლა

მაკდონალდსმა თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ აღსაზრდელებს უმასპინძლა. კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო დღე აჩუქა კომპანია „მაკდონალდსმა“ თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „საპოვნელა“, დღის ცენტრის აღსაზრდელებს ქუთაისში უმასპინძლა და სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები შესთავაზა. ღონისძიება მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწობას, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილებას და ბავშვზე მზრუნველობას. „მაკდონალდსისა“ და ჩვენი ბავშვების მეგობრობა წლებს ითვლის, გვახარებს ის ფაქტი, რომ ისინი მუდამ მზად არიან ორგანიზაციის კეთილი წამოწყებების მხარდამჭერები იყვნენ