ლატვიის საპატიო ელჩის ვიზიტი

 4 ივნისს, ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „დიმნა“ ჰქონდა პატივი ემასპინძლა ლატვიის ელჩისთვის. HEAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კუპატაძემ მას დაათავლიერებინა ცენტრის სივრცე, გააცნო სამუშაო პროცესი, ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომელსაც მუშაობის პროცესში სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციები აწყდებიან. თავის მხრივ ელჩმა ისაუბრა სოციალური სერვისების საჭიროებაზე და იმ ორგანიზაციების წვლილზე, რომლებიც ამ სფეროში მუშაობენ. საუბარი ასევე შეეხო საელჩოსა და ორგანიზაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გვინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოთ ლატვიის ელჩს დათმობილი დროისა და ინტერესისთვის.