ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს „ჯადოსნური სამყარო“ “ბარამბო” ესტუმრა და ბავშვები ტკბილეულით დაასაჩუქრა.
დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა, ბავშვებმა სტუმრებთან ერთად იმხიარულეს და ერთმანეთს მომავალში კვლავ შეხვედრის იმედით დაემშვიდობნენ. მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სოციალური და კომუნიკაციური უნარების განვითარებას და დადებითად აისახება მათ განწყობებზე.