თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ აღსაზრდელები, მშობლები და სპეციალისტები რაჭას ესტუმრნენ და კულტურული ადგილები მოინახულეს.

ექსკურსია საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ რაჭის მუნიციპალიტეტის ისტორიას, კულტურულ ძეგლებს, ბუნებრივად შექმნილ გამოქვაბულებს. ამ დღეს მიღებული დადებითი ემოციები დიდხანს გაჰყვებათ ცენტრის აღსაზრდელებს.

მსგავსი ტიპის კულტურულ და მრავალფეროვან, ღონისძიებებში ჩართვა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას, აუმჯობესებს მათ სოციალურ და კომუნიკაციურ უნარებს და დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე.