თერჯოლის დღის ცენტრში სენსორული თერაპიის ოთახი გაიხსნა

2022 წლის 2 მაისს, თერჯოლაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „საპოვნელა“ სენსორული ინტეგრაციის თერაპიის ოთახის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
სენსორული ოთახი „ქალთა საერათაშორისო ასოციაცია საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ცენტრის ბაზაზე სენსორული თერაპიის დანერგვა, ბენეფიციარების განმუხტვას, სტრესის და დაძაბულობის შემსუბუქებას, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სარეაბილიტაციო მომსახურების ხარისხს.
ოთახის საზეიმოდ გახსნას ასოციაციის წევრები, სოციალური მუშაკები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქოდათ უფრო ახლოს გაეცნოთ დღის ცენტრის საქმიანობები.