თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ სერვისით მოსარგებლეები ბათუმს ესტუმრნენ. მოინახულეს აკვარიუმი, დელფინარიუმი და დენდროლოგიური პარკი, გაისეირნეს იახტით, დატკბენ ბულვარის მშვენიერებით და სანაპიროზე ზღვის ხმაურით…დელფინარიუმში ვიზიტი განსაკუთრებულად დაუვიწყარია ხოლმე ბავშვებისთვის, დელფინების შოუ ბევრ დადებით ემოციას იწვევს მათში. ბავშვებისთვის დაუვიწყარი ემოციების ჩუქება, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შევძელით, რომელმაც ბენეფიციარების ტრანსპორტირება უზრუნველყო. ორგანიზაცია ასევე მადლობას უხდის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასა და დელფინარიუმის დირექციას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის, მათთან უკვე მრავალი წელია ვმეგობრობთ და ყოველთვის მზად არიან თბილად გვიმასპინძლონ.