ზღაპრის დღე „ჯადოსნურ სამყაროში“

ქუთაისის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრში ”ჯადოსნური სამყარო” ყოველკვირეულად ენაცვლებიან ერთმანეთს საინტერესო მთხრობელები და ზღაპართოთახი ჯადოსნური ამბებით ივსება

დღის ცენტრ: “ჯადოსნურ სამყაროს” ორგანიზაციის „მშობლების საქართველოს მომავლისთვის“ წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქ_მა ეკატერინე საკანდელიძემ ბავშვებს წაუკითხა ზღაპარი “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”. ზღაპრის გმირმა ფიფქიამ გასართობი ცენტრი “ფერადი სამყარო”-დან ბავშვები ჯადოსნურ სამყაროში გადაისროლა… რისთვისაც, უღრმეს მადლობას ვუხდით გასართობ ცენტრს!
აგრეთვე უღრმეს მადლობას ვუხდით ფინანსური მხარდაჭერისთვის ეთერ ნეფარიძეს!
ჩვენ, ყველანი ერთად ვზრუნავთ ვაჩუქოთ ჩვენს პატარებს ბედნიერი დღეები!