ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
ვაკანსიის დასახელება: ქუთაისის დღის ცენტრის პედაგოგის ანაზღაურებადი სტაჟირება
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
გამოქვეყნების თარიღი: 6.06.2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 18.06.2023
ქუთაისის დღის ცენტრი ემსახურება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. ცენტრის მიზანს, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.
პედაგოგი პასუხისმგებელია, მულტიდისციპლინარულ გუნდთან (პედაგოგის ასისტენტი, ფსიქოლოგი, მშობელი) ერთად, ბენეფიციართა გონებრივი, ფსიქიკური, განვითარების დონის და შესაძლებლობების შესწავლაზე, თითოეული ბენეფიციარისათვის შედეგებზე დაფუძნებული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შედგენაზე, დასახული ამოცანების განხორციელებაზე, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგის შეფასებაზე.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის სტაჟიორის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის წარმართვა;
- ბენეფიციარების ფუნქციური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და აკადემიური უნარების განვითარება და ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- ბენეფიციართა მდგომარეობაზე მუდმივი დაკვირვება, ზრუნვა და კონტროლი, თითოეული ბენეფიციარისათვის განვითარების ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების შესაბამისად;
- თითოულ ბენეფიციართან ინდივიდუალურად და ჯგუფურად დასახული ამოცანების შესრულება, მათი შეფასებისათვის საჭირო სისტემის დანერგვა;
- ბენეფიციარებში არსებული პოტენციალის გამოვლენა და ამ რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება;
- მშობლებთან/მეურვეებთან კონსულტაციების წარმართვა;
- ორგანიზაციისა და პროგრამის შინაგანაწესით და შიდა რეგულაციებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოება.
სავალდებულო უნარ–ჩვევების ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, სასურველია სოციალურ მეცნიერებათა სფეროში (ფსიქოლოგია, სოციოლოგია, მედიცინა, პედაგოგიკა);
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (წერა, კითხვა, მეტყველება);
- კარგი კომუნიკაციის უნარი, კონფლიქტების გადაჭრისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
- შემოქმედებითი აზროვნება;
- კეთილსინდისიერება;
- შშმ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელი, ფლობდეს კომპიუტერულ უნარ-ჩვევებს.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია), სამოტივაციო წერილი, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები ელ_ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com „თემაში“ მიუთითეთ პედაგოგის სტაჟირება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის მე–4 შეს. #8
საკონტაქტო პირი – სოფიო კუპატაძე საკონტაქტო ტელ: 0431 251333;
საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 6 ივნისიდან 2023 წლის 18 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე.
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.