ანაზღაურებადი სტაჟირება დასაქმების პერსპექტივით
ვაკანსიის დასახელება: თერაპიული სერვისების ორგანიზატორი
მომწოდებელი: ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის
სამუშაო ადგილი: ქუთაისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)
გამოქვეყნების თარიღი: 6.06.2023
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 18.06.2023
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის 2022 წლის 16 მაისს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის მიერ შექმნილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ბავშვთა და ზრდასრულთა თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, მხარი დაუჭიროს მათ სოციალურ და ეკონომიკურ ინკლუზიას, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნას, საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული სერვისების განვითარებას.
მიმდინარე ეტაპზე ორგანიზაცია ადმინისტრირებას უწევს დღის ცენტრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ქუთაისში, სამტრედიასა და თერჯოლაში, ასევე მეტყველების თერაპიის ცენტრებს ქუთაისსა და ზუგდიდში. 2023 წლიდან ორგანიზაცია კიდევ ორ დღის ცენტრს გახსნის ბაღდათის მუნიციპალიტეტში. სერვისების მიწოდების მაღალი ხარისხის შენარჩუნების პარალელურად, ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის მომავალშიც, სამიზნე ჯგუფებს არაერთ საინტერესო პროექტსა და საჭირო სერვისს შესთავაზებს.
თერაპიული სერვისების ორგანიზატორი ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისის ფარგლებში უზრუნველყოფს მომსახურების პოპულარიზაციას, პოტენციური მომხმარებლების მოზიდვას, ადმინისტრაციული საქმის წარმოებას და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის სტაჟიორის შერჩევისას უპირატესობას მიანიჭებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ენისა და მეტყველების თერაპიის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტების, ფლაერების, პოსტერების და სხვა საინფორმაციო მასალების გავრცელებას;
- განსახორციელებელი სერვისის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას სოციალური და ტრადიციული მედია საშუალებებით;
- არსებულ მომხმარებლებთან მომსახურების მიწოდების პროცესში მუდმივი კომუნიკაციის შენარჩუნებას, როგორც სატელეფონო, ისე სხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით; ასევე არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება;
- მომხმარებელთა რეგისტრაცია, თერაპიის განრიგების შედგენა, მომსახურების მიწოდების პროცესის მონიტინგი და ზედამხედველობა;
- მომხმარებელთა მიერ მომსახურების ანაზღაურების პროცესის მართვა, კონტროლი, აღრიცხვის და ანგარიშგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატის მართვა;
- ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოება;
- შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და საჭიროებისამებრ რეაგირება;
- მომხმარებელთა/ბენეფიციართა მიღება;
- ყოველკვირეული ფინანსური და ანგარიშგება უშალო ხელმძღვანელის წინაშე;
- სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა სერვისის მიწოდების ადგილზე;
- ბენეფიციართა/მომხმარებელთა რეესტრის წარმოება და მათი განახლება;
- ელექტრონულად მონაცემების შექმნა/კორექტირება;
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება და დამკვეთის საქმიანობის შესახებ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
- დამკვეთის დავალებით დონორთათვის მისაწოდებელი ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საქმისწარმოების და დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
პიროვნული თვისებები:
✓ კომუნიკაბელურობა
✓ დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
✓ შემოქმედებითობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
✓ გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში: გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე/ავტობიოგრაფია) და სამოტივაციო წერილი, ელ-ფოსტაზე: contact.head.ge@gmail.com. „თემაში“ მიუნიშნეთ თერაპიული სერვისების ორგანიზატორის“ სტაჟირება.
საბუთების მიღება წარმოებს 2023 წლის 6 ივნისიდან 2023 წლის 18 ივნისის ჩათვლით 18:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის მე–4 შეს. #8
ტელ: 0431 25 13 33;
საკონტაქტო პირი: ნინო კაკაბაძე
კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ დოკუმენტების გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.