ეპილეფსიის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად თებერვლის მეორე ორშაბათს აღინიშნება და მსოფლიოს 120 -ზე მეტ ქვეყანაში ადამიანები ერთიანდებიან ეპილეფსიის მქონე პაციენტების და მათი ოჯახების დასახმარებლად. ეპილეფსია ერთერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დარღვევაა, რომლის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას სპეციფიკური მეთოდოლოგია ესაჭიროება. ეპილეფსიის მკურნალობის წარმატებისათვის, მნიშვნელოვანია არამარტო სწორად დასმული დიაგნოზი და მკურნალობა, არამედ პაციენტისა და საზოგადოების ინფორმირება.
წელს ეპილეფსიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის ,,იალონი” სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ეპილეფსიის ცნობადობის ამაღლების მიზნით. შეხვედრის ბოლოს ბენეფიციარებმა სოლიდარობის ნიშნად დაამზადეს და მოირგეს სამკერდე ნიშნები.
მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს საზოგადოებაში სტიგმისა და სტერეოტიპების შემცირებას და თანაბარი შესაძლებლობების და უფლებების რეალიზაციისთვის, ინკლუზიური და ჯანსაღი გარემოს შექმნას.