ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის მიერ ადმინისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებში აღინიშნა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე.
2026 წლის გზავნილი – „ერთად მარტოობის წინააღმდეგ“ – კიდევ ერთხელ გვახსენებს თანადგომის, მხარდაჭერის და ერთიანობის მნიშვნელობას.
ამ დღის აღსანიშნავად, ბავშვებმა დიდი სიყვარულითა და მონდომებით მოამზადეს თემატური პოსტერები, რომლებშიც საკუთარი ხედვა და ემოციები გამოხატეს. განსაკუთრებული მადლობა მაღაზიას Orgservice/ორგსერვისის, რომელმაც უსასყიდლოდ გადასცა დღის ცენტრებს საჭირო მასალები და ამ მნიშვნელოვანი დღის თანაზიარი გახდა.

