დასრულდა სტაჟირების პროგრამა ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი” ბაზაზე SEU-ს ფსიქოლოგიის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის 5-მა სტუდენტებმა 200 საათიანი სტაჟირების პროგრამა გაიარა.
სტაჟირების პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი სპეციალისტის მომზადებას, რომელიც ორიენტირებულია უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და შეუძლია სიახლეების მიღება და პრაქტიკაში დანერგვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან და პირებთან მუშაობისას.
სტაჟირების დასასრულს სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
დაინტერესებულ პირებს მომავალშიც მიეცემათ შესაძლებლობა ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში და თეორიული ცოდნა პრაქტიკაში განიმტკიცონ.