დასრულდა სასწავლო ვიზიტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრების წარმომადგენლებისთვის ლიეტუვაში

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდნენ ლიეტუვას რესპუბლიკის სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებს და სვენჩიონის მუნიციპალიტეტის მერს.

სასწავლო ვიზიტი პროექტის ,,სწავლა მეგობრებისგან – პროფესიული გამოცდილების გაზიარება შშმ პირებთან მუშაობისას’’ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოს მიერ საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდიდან. პროექტს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) ახორციელებს.