დაბადების დღის აღნიშვნა საგურამოს დღის ცენტრში

საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში „იალონი“ ლამაზი და ფერადი დღეები არ მთავრდება. ცენტრის მეგობრებმა ბუშტებით, ფოიერვერკით, სიმღერითა და კეთილი სურვილებით ზურა გვრიტიშვილს მიულოცეს დაბადების დღე. მილოცვებს და კეთილ სურვილებს ორგანიზაციაც უერთდება, გულწრფელი და თბილი სურვილებით ვულოცავთ ზურას დაბადების დღეს! გვსურს, ყოველწლიურად, მასთან ერთად აღვნიშნოთ არა მხოლოდ მისი დაბადების დღე, არამედ მისი ზრდა, წინსვლა, განვითარება და ახალი მიღწევები.