გერმანიის საელჩოს საპატიო გუნდის ვიზიტი

18 ივნისს ორგანიზაციას – ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) ჰქონდა პატივი ემასპინძლა გერმანიის საელჩოს წარმომადგენლებისთვის თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის და თერაპიული სერვისების ცენტრში „საპოვნელა“. გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით, ჩვენ შევძელით თერჯოლის მუნიციპალიტეტში შეგვექმნა ჯანსაღი, მდგრადი და თანამედროვე სივრცე ბავშვებისთვის.

HEAD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო კუპატაძემ სტუმრებს დაათვალიერებინა თანამედროვე მატერიალურ ტექნიკური ბაზით აღჭურვილი ცენტრის სივრცე – თერაპიული, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის ოთახები. კიდევ ერთხელ გვინდა მადლობა გადავუხადოთ გერმანიის საელჩოს მხარდაჭერისთვის და იმ მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის, რაც პროექტის განხორციელების შედეგად მოგვეცა.