გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობების მაკ დონალდსში

მაკდონალდსმა ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ აღსაზრდელებს უმასპინძლა. ბევრი საინტერესო და სასიამოვნო დღის ჩუქება ბავშვებისთვის კომპანია „მაკდონალდსთან“ ერთად ტრადიციად გვექცა. ამჯერადაც „მაკდონალდსმა“ ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „დიმნა“ აღსაზრდელებს ქუთაისში უმასპინძლა და სხვადასხვა გასართობი, შემეცნებითი და სახალისო აქტივობები შესთავაზა. ღონისძიება მიზნად ისახავდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწობას, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილებას და ბავშვზე მზრუნველობას. „მაკდონალდსისა“ და ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, გვახარებს ის ფაქტი, რომ ისინი მუდამ მზად არიან ორგანიზაციის კეთილი წამოწყებების მხარდამჭერები იყვნენ.