ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად სოფელ დიმში, სოციალური ინკლუზიის ცენტრი დაათვალიერა. სოციალური ინკლუზიის ცენტრი,რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროექტ:” ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“ ფარგლებში აშენდა, ფუნქციონირებას სექტემბრის თვეში დაიწყებს.
შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი თინა აბულაძე, სოციალური ინკლუზიის ცენტრის სპეციალისტები და საერთაშორისო ორგანიზაციის „პური მსოფლიოსთვის’’ (Brot für die Welt) წარმომადგენლები დაესწრნენ, რათა ადგილზე გაცნობოდნენ იმ სამუშაოებს და შედეგებს რაც პროექტის ფარგლებში იყო დადგეგმილი.
2023 წლის სექტემბრიდან, სოციალური ინკლუზიის ცენტრი, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებს 6–დან 18 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს გააერთიანებს.
სტატია დეტალურად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3Pw5kM9