2022 წლის 14 ივლისს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC), ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური ცენტრის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების პარალელურად, სტუმრებთან ერთად შენობის საძირკველში სიმბოლურად ,,კაფსულა” ჩააგდო და მომავალში ემოციური წერილი და სურვილები გაგზავნა.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის’’ (Brot für die Welt) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს “სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“. პროექტის ფარგლებში სოციალური ინკლუზიის ცენტრის მშენებლობის სამუშაოები ხორციელდება, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 –დან 18 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს გაუწევს მომსახურებას. სოციალური ინკლუზიის ცენტრის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. მშენებლობა მიმდინარეობს უნივერსალური დიზაინის მიდგომებით, შშმ პირთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის დადგენილი ყველა საკანონმდებლო ნორმის დაცვით.
სადღეისოდ ქუთაისის, საგურამოს, თერჯოლის და სამტრედიის დღის ცენტრებს 74 ბენეფიციარი
შეხვედრას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე , საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ კიკნაველიძე, სოფელ დიმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გია სახამბერიძე და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თინა აბულაძე მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდნენ. მოწვეულმა სტუმრებმა მხარდაჭერის მზაობა გამოთქვეს, რათა მომავალში სერვისში ჩართულ ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებს ღირსეული პირობების შექმნაში დაეხმარონ.
შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია EDEC-ის მიერ დაფუძნებული ახალი ორგანიზაციის ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) შესახებ, რომელიც სრულად გადაიბარებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ყველა არსებულ სოციალურ სერვისს, მათ შორის მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაარსებულ სოციალური ინკლუზიის ცენტრსაც. გარდა მიმდინარე სერვისებისა, ა(ა)იპ ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის (HEAD) მომავალში, თემის საჭიროებებზე დაფუძნებულ ახალ სერვისებსაც განავითარებს.