ჩვენს დღის ცენტრებში მხიარული დღეები და მეგობრების მიერ მოწყობილი სიურპრიზები არ ილევა!
ამჯერად საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში “იალონი” ყველასათვის საყვარელი და ცნობილი „ბარამბინო“ გვესტუმრა, რომელმაც დღის ცენტრის ბენეფიციარებთან ერთად დღე მხიარულად გაატარა და ისინი ტკბილეულით დაასაჩუქრა.
„ბარამბინოს“ სტუმრობა დაუვიწყარი სიურპრიზი იყო დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის.
კომპანია „ბარამბოს“ და დღის ცენტრის მეგობრობა 2017 წლიდან დაიწყო და ყველა მათი სტუმრობა სასიამოვნო ემოციებით ავსებს ჩვენს ბენეფიციარებს.