ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრში “იალონი” ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ დღის ცენტრის მხარდამჭერი და მეგობარი ორგანიზაციები, მათ შორის სახელმწიფო უწყებების, საელჩოების, კერძო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სტუმრებმა დაათვალიერეს დღის ცენტრის აღსაზრდელების ნამუშევრები, ჩაერთნენ სახალისო აქტივობებში და ერთად შექმნეს დაუვიწყარი მოგონებები.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა მიმართ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების შეცვლა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.