ფიზიკური თერაპია არის მკურნალობის მეთოდი, ვარჯიში და პოზიციონირება, რომელიც გამოიყენება ფიზიკური ფუნქციების აღსადგენად ან გასაუმჯობესებლად.
ფიზიკური თერაპია და რეაბილიტაცია
ფიზიკური თერაპია გულისხმობს სხეულის გავარჯიშებისთვის საჭირო მანიპულაციებს. მას შეუძლია გააუმჯობესოს სახსრებისა და კუნთების ფუნქცია, დაეხმაროს ადამიანს დგომის, წონასწორობის დაცვის, სიარულის, კიბეზე ასვლის უნარების გაუმჯობესებაში. ფიზიკური თერაპია გულისხმობს ვარჯიშებს მოძრაობის სხვადასხვა დიაპაზონით კუნთების გასამაგრებლად, კოორდინაციისა და წონასწორობის დასაცავად, ფეხით სიარულის, საგანთა გადაადგილების უნარების გასაუმჯობესებლაად.
საწყის ეტაპზე ხდება მოტორული ფუნქციების (კორდინაციის, ძალის, მოქნილობის და სხვა უნარების) შეფასება. თერაპია კი მოიცავს ინდივიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ვარჯიშებსა და სხვადასხვა მოწყობილობების გამოყენებას.
რეაბილიტაციის ფაზაში გამოიყენება მასაჟი როგორც სამკურნალო, ისე სარელაქსაციო.
ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ჩვენს ბენეფიციარებს ვთავაზობთ სპორტულ-გამაჯანსაღებელ
სარეაბილიტაციო სარელაქსაციო მასაჟებს
მთლიან სხეულზე ზონების დაცვით.
ბენეფიციარებთან მუშაობს კვალიფიციური თერაპევტი.