ენისა და მეტყველების თერაპიის სერვისს „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისთვის” „ლოგომედი – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრთან“ პარტნიორობით ახორციელებს. თერაპიები ითვალისწინებს მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა კომპლექსურ მკურნალობას, როგორც სამედიცინო, ისე პედაგოგიური მეთოდების გამოყენებით.
ვინ არიან ენისა და მეტყველების თერაპიის მომხმარებლები?
ნებისმიერი ადამიანი 2-დან 40 წლამდე.
რას გულისხმობს თერაპია თითოეული მომხმარებლისთვის?
თქვენ გადიხართ შეფასების და დიაგნოსტიკის პროცესს. ამის შემდეგ შეიქმნება ინდივიდუალური თერაპიის გეგმა. თერაპიის ფარგლებში ჩატარდება მიღწეული შედეგების შეფასება, ასევე პაციენტის და/ან მშობლების კონსულტაცია.
რა ტიპის ენისა და მეტყველების დარღვევათა კორექცია–მკურნალობას გთავაზობთ?
- მეტყველების ზოგადი განუვითარებლობა;
- რეცეპტული ტიპის მეტყველების დარღვევა;
- ექსპრესული ტიპის მეტყველების დარღვევა;
- დიზართრია;
- რინოლალია;
- აფაზია;
- ტაქილალია;
- ბრადილალია;
- ლოგონევროზი.
რა პედაგოგიურ და სამედიცინო ღონისძიებებს ითვალისწინებს კომპლექსური თერაპია?
- საარტიკულაციო აპარატის პირდაპირ მასაჟს;
- საარტიკულაციო აპარატის ვიბრაციულ მასაჟს;
- პერიფერული სამეტყველო ზონების რეფლექსთერაპიულ სტიმულაციას;
- სუნთქვით ვარჯიშს;
- დიქციურ ტრენინგს;
- სამეტყველო ხმის გავარჯიშებას;
- ნატიფი და მსხვილი მოტორიკის განვითარებას;
- ფონემური სმენის გავარჯიშება–სტიმულაციას;
- ლექსიკური მარაგის გამდიდრებას;
- ფრაზეოლოგიური მეტყველების განვითარებას;
- კომპიუტერულ კორექციას;
- ფიზიოთერაპიას;
- ფსიქოთერაპიას;
- დიქციურ და დიაფრაგმულ სუნთქვის გავარჯიშებას;
ცენტრის ბენეფიციარებთან მუშაობს ორი კვალიფიციური თერაპევტი, „ლოგომედი – მეტყველების განვითარების და კორექციის ცენტრის“ სუპერვიზიის ქვეშ.