დასახელება: საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდში
დონორები/პარტნიორები: გერმანიის საელჩო
განხორციელების არეალი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
განხორციელების პერიოდი: 01.09.2024 – 31.12.2024
პროექტის სრული ბიუჯეტი: 29,568 GEL
მიზანი: სასწავლო და თერაპიული სერვისებისთვის ჯანსაღი, მდგრადი და განახლებული გარემოს შექმნა სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
სამიზნე ჯგუფები: სპეციალური საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, მათი ოჯახის წევრები, მათთან მომუშავე სპეციალისტები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვა დაინტერესებული მხარეები
მიღწეული შედეგები:
- საბავშვო ბაღების თანმშრომლებმა, მშობლებმა და დაინტერესებულმა პირებმა გაიღრმავეს ცოდნა ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებში;
- 60 ბავშვს ჩაუტარდა მეტყველების დარღვეევების უფასო დიაგნოსტირება და მოხდა საჭიროებების იდენტიფიცირება;
- მოეწყო და აღიჭურვა შესაბამისი განმავითარებელი საშუალებებით 3 ახალი თერაპიული ოთახი;
- გადამზადდა ქცევის და ადრეული განვითარების სპეციალისტები;
- ორგანიზაციამ გააფართოვა საჭიროებებზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.