დასახელება: საჭიროებებსა და განვითარებაზე ორიენტირებული გარე სივრცე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ ბავშვებისთვის
დონორები/პარტნიორები: ევროკავშირი (EU); კონრად ადენაუერის ფონდი (KAS); საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG); სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI); კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC); ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP); განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)
განხორციელების არეალი: ბაღდათის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა დიმი
განხორციელების პერიოდი: 01.12.2023 – 31.05.2024
პროექტის სრული ბიუჯეტი: $ 2,000
მიზანი: ქრაუდფანდინგის კამპანიის დაგეგმვა და ფინანსების მობილიზება, რათა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის სერვისით მოსარგებლეებისთვის მოეწყოს გარე სივრცე
სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სერვისით მოსარგებლე ბავშვების მეურვეები, პერსონალი და სხვა დაინტერესებული მხარეები
მიღწეული შედეგები:
- შექმნილია გარე სივრცე, სადაც 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებულ თერაპიებთან ერთად ივარჯიშონ, იხტუნონ და დახარჯონ საკუთარი ენერგია, განივითარონ სოციალური და კოგნიტური უნარები და მოემზადონ დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
- სივრცე მნიშვნელოვნად ეხმარება ადგილობრივ პერსონალს მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების სხვადასხვა კუთხით განვითარებაში.