დასახელება: უფლებებზე დაფუძნებული და საჭიროებებზე ორიენტირებული თერაპიული სერვისები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
დონორები/პარტნიორები: ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, ლიეტუვის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფონდი
განხორციელების არეალი: მცხეთა–მთიანეთი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
განხორციელების პერიოდი: 01.05.2024 – 31.10.2024
პროექტის სრული ბიუჯეტი: € 22.462
მიზანი: სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ინკლუზიური გარემოს და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობა
სამიზნე ჯგუფები: სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, მათი ოჯახის წევრები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტები, საბავშვო ბაღის აღმზრდელები და სხვა დაინტერესებული მხარეები
მიღწეული შედეგები:
- საბავშვო ბაღების 100–მა თანმშრომელმა გაიღრმავა ცოდნა ბავშვთა ადრეული განვითარების საკითხებში და სწავლების მეთოდოლოგიებში;
- სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა მიიღეს ცოდნა ბავშვთა განვითრების ეტაპების და მეტყველების დარღვევების შესახებ;
- სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების მშობლებმა მიიღეს ინფორმაცია მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების და პროგრამებით სარგებლობის წესის შესახებ;
- 60 ბავშვს ჩაუტარდა მეტყველების დარღვეევების უფასო დიაგნოსტირება და მოხდა საჭიროებების იდენტიფიცირება;
- გადამზადდა ქცევის და ადრეული განვითარების სპეციალისტები;
- ორგანიზაციამ გააფართოვა საჭიროებებზე ორიენტირებული და უფლებებზე დაფუძნებული თერაპიული სერვისები ზუგდიდის და მცხეთა – მთიანეთის მუნიციპალიტეტებში.