ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში

დასახელება: ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტში

დონორები / პარტნიორები: “ორბელიანი საქათველო”; USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა

განხორციელების ტერიტორია: საქართველო, იმერეთის რეგიონი- ბაღდათის მუნციპალიტეტი, სოფელი ზედა დიმი, ნერგეთის მაცხოვრებლები

განხორციელების ვადა: 06.03.2023–06.09.2023 წ

პროექტის ბიუჯეტი: $ 3,500

მიზანი:
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვებისთვის, მოთხოვნილებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის ცენტრის სივრცის აღჭურვა შესაბამისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით – ხარისხიანი მომსახურებისთვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სერვისით მოსარგებლე ბავშვების
მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება
და სხვა დაინტერესებული მხარეები

მიღწეული შედეგები:

  • შექმნილია საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სამუშაო სივრცე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის.
  • აღჭურვილია დღის ცენტრის სივრცე მატერიალურ – ტექნიკური ბაზით – ხარისხიანი მომსახურებისთვის საჭირო ავეჯითა და ინვენტარით