თერჯოლაში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და თერაპიული სერვისების ცენტრის “საპოვნელას” აღჭურვა

დასახელება: თერჯოლაში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და თერაპიული სერვისების ცენტრის “საპოვნელას” აღჭურვა

დონორები / პარტნიორები: გერმანიის საელჩო

განხორციელების ტერიტორია: თერჯოლა (იმერეთი)

განხორციელების ვადა: 01.09.2023–31.12.2023 წ.

პროექტის ბიუჯეტი: 29.937 GEL

მიზანი: ჯანსაღი, მდგრადი და განახლებული სასწავლო და თერაპიული სერვისების გარემოს შექმნა 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის, დაახლოებით მათი 200 ოჯახის წევრისთვის და 6 თანამშრომლისთვის თერჯოლაში / იმერეთში

სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბენეფიციარების მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები

დაგეგმილი აქტივობები

  • დღის ცენტრის აღჭურვა საჭირო ინვენტარით ( ძველი ინვენტარის განახლების ჩათვლით)
  • ახალი თერაპული სერვისების ცენტრის აღჭურვა
  • დღის ცენტრის მაჩვენებლისა და თერაპიული სერვისების აღქმა (გახსნისას და 3 თვის შემდეგ)
  • საზეიმო გახსნა
  • საჯარო ინფორმაციის გავრცელება ახალი ცენტრის, მისი აღჭურვის და ახალი სერვისების შესახებ.

Მოსალოდნელი შედეგები:

  • ჯანსაღი, მდგრადი და განახლებული სასწავლო და თერაპიული სერვისების გარემოს შექმნა 100-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისთვის, დაახლოებით მათი 200 ოჯახის წევრისთვის და 6 თანამშრომლისთვის თერჯოლაში / იმერეთში.
  • უსაფრთხო, სათანადო და კეთილმოწყობილი დღის და თერაპიის ცენტრები, რომლებიც მოემსახურება 100 ბენეფიციარს(20 დღის ცენტრში და 80 დამატებით სერვისებში).
  • თერჯოლის დღის ცენტრის კომპეტენციის დადებითი აღქმა და მოთხოვნის გაზრდა ბენეფიციარებში, მათ მშობლებში, მეურვეებში და ასევე საზოგადოებაში.