დასახელება: საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო-სამუშაო სივრცის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის
დონორები / პარტნიორები: სლოვაკეთის საელჩო
განხორციელების ტერიტორია: საქართველო, იმერეთის რეგიონი- ბაღდათის მუნციპალიტეტი, სოფელი ზედა დიმი, ნერგეთის მაცხოვრებლები
განხორციელების ვადა: 01.08.2023–31.12.2023წ.
პროექტის ბიუჯეტი: € 12.200
მიზანი: მოთხოვნილებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა-სამუშაო სივრცის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ჯანსაღი, მდგრადი და განახლებული სწავლის მეთოდების შექმნა და თერაპიული გარემოს გაუმჯობესება 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდისთვის ბაღდათში/იმერეთში
სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ბენეფიციარების მეურვეები, პერსონალი, მოხალისეები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
Მოსალოდნელი შედეგები:
- საჭიროებაზე დაფუძნებული და განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო და სამუშაო სივრცის შექმნა 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის.
- სტანდარტით გათვალისწინებული და საჭიროებაზე დაფუძნებული აღჭურვილი ორი სასწავლო ჯგუფის გახსნა დღის ცენტრში 30 შშმ პირზე.
- განვითარებაზე ორიენტირებული სწავლა, რომელიც მოამზადებს 30 ბენეფიციარს ყოველდღიურ ცხოვრებისთვის და გამოუმუშავებს სოციალურ უნარებს