დასახელება: თერაპიული მასალის შეძენა
დონორები/პარტნიორები: პური მსოფლიოსთვის (BfdW)
განხორციელების არეალი: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა (იმერეთის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთა – მთიანეთი), ზუგდიდი (სამეგრელო – ზემო სვანეთი)
ანხორციელების პერიოდი: 01.05.2022 – 31.12.2022 წ.
პროექტის სრული ბიუჯეტი: € 7 500
პროექტის განსახორციელებლად EDEC-ის მიერ მიღებული ბიუჯეტი: € 7 500
მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა ოთხი დღის ცენტრის (DCC) და მეტყველების თერაპიის სამი ცენტრის აღჭურვა ახალი სათამაშოებითა და მასალებით ბენეფიციარების შემეცნებითი, ემოციური, სოციალური და ფიზიკური უნარების უკეთესი განვითარებისთვის.
სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და პირები, დღის ცენტრების სპეციალისტები
მიღწეული შედეგები:
- სათამაშოების, წიგნების, სპორტული და არტ. თერაპიისთვის საჭირო მასალების სიის შემუშავება მომსახურებაში ჩართულ სპეციალისტებთან კონსულტაციის საფუძველზე
- სპორტული ინვენტარისა და ავეჯის შეძენა, როგორიცაა შვედური კედელი და მოძრავი ორძელი
- თერაპიული აღჭურვილობის შეძენა, როგორიცაა აუზი ბურთებით
- საკერავი მანქანებისა და საჭირო მასალის შეძენა სათამაშოების შესაკერად
- მეტყველების თერაპიისთვის საჭირო განმავითარებელი საშუალებების შეძენა, როგორიცაა წიგნები, მეხსიერების თამაშები და სხვა
- მომსახურებაში ჩართული სპეციალისტებისთვის ინსტრუქციების მიცემა, სამუშაო პროცესში ახალი განმავითარებელი საშუალებების გამოყენების შესახებ, რათა უზრუნველყონ ბენეფიციარების განვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობები