დასახელება: საქართველოში შშმ ბავშვთა და პირთა ოთხი დღის ცენტრის ხელახალი გახსნა კორონავირუსთან დაკავშირებული სავალდებულო დახურვის შემდეგ
დონორები / პარტნიორები: Renovabis e.V.
განხორციელების ტერიტორია: ქუთაისი, სამტრედია, თერჯოლა (მთელი იმერეთი), საგურამო (მცხეთა-მთიანეთი)
განხორციელების ვადა: 01.09.2020 – 31.08.2021 წ.
პროექტის ბიუჯეტი: € 20 240
EDEC-ისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ნაწილი: € 20 240
მიზანი: 2020 წლის სექტემბერში საქართველოს რეგიონებში შშმ პირთა ოთხი დღის ცენტრის ხელახალი გახსნა და ყველა პანდემიამდელი სერვისის უსაფრთხოდ გაგრძელება პროექტის დასრულების შემდეგ.
სამიზნე ჯგუფები: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, ბენეფიციარების მშობლები, ადგილობრივი ხელისუფლება და სხვა დაინტერესებული მხარეები
მიღწეული შედეგები:
- EDEC-ის ოთხივე დღის ცენტრი ხელახლა გაიხსნა და შეძლო პანდემიამდე არსებული ყველა სერვისის უსაფრთხოდ გაგრძელება COVID-19 პანდემიის პიკის დროს სავალდებულო დახურვის შემდეგ
- ოთხივე დღის ცენტრი ჰიგიენური საშუალებების (სახის ნიღბები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ.) მარაგებით შეივსო, გაუმჯობესდა სანიტარული დანადგარები და გამოიყო დამატებითი პერსონალი მთავრობის ახალ COVID-19-ის ჰიგიენურ რეგულაციებთან შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად
- ეტაპობრივად აღდგა თერაპიის ყველა სერვისი (საჭიროების შემთხვევაში დისტანციური და კონტაქტური ფორმით)
- პანდემიის პერიოდში დღის ცენტრების 74 ბენეფიციარისთვის გარანტირებული იყო უსაფრთხო გარემო
- ჩატარდა ტრენინგები პერსონალთან, ბენეფიციარებთან და მათ მშობლებთან ახალი კორონავირუსის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების მნიშვნელობის შესახებ
- ორგანიზება გაუკეთდა ადგილობრივი ხელისუფლების, სოციალური მომსახურების სააგენტოს, კერძო სექტორის, მედიის, საქველმოქმედო და საეკლესიო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ცნობიერების ამაღლებისა და ფონდების მოზიდვის ღონისძიებებს