ხათუნამ განათლება თბილისის დ. არაყიშვილის სახ. N1 სამუსიკო სასწავლებელში მიიღო.
მას მუსიკის მასწავლებლისა და კონცერტმეისტერის კვალიფიკაცია აქვს. სხვადასხვა დროს მუშაობდა კერძო და საჯარო სკოლებში, მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
ხათუნა 2009 წლიდან სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ მუსიკის პედაგოგია. ის მუსიკალურად აფერადებს დღის ცენტრის აქტივობებს და მუს თერაპიაზე დაფუძნებული ჩარევებით, ეხმარება ბენეფიციარებს და სპეციალისტებს მიზნების მიღწევაში.