სოფიო ქალაქ ქუთაისში დაიბადა. აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე მიიღო, სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი კი, ქუთაისის ჰუმანიტარული და სამართლის ინსტიტუტში მიენიჭა.
2008–2014 წლებში სოფიო ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციაში „აფხაზინტერკონტი“ ადმინისტრატორის და ტრენინგ–სემინარების მონიტორის პოზიციაზე მუშაობდა.
2014 წლიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებით მომსახურების პროგრამის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს. მისი პროფესიული გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებას და მათთვის თანაბარი პირობების შექმნას უკავშირდება.
სოფიოს მოვალეობებში შედის დღის ცენტრების მონაცემთა ბაზის წარმოება, ბენეფიციართა შეფასება, მათთვის კარიერული ორიენტაციის ტრენინგების ორგანიზება, ბენეფიციარებსა და დამსაქმებელს შორის თანამშრომლობის პროცესის ფასილიტაცია და სხვა აქტივობები, რაც ბენეფიციართა დასაქმებას ემსახურება.
გარდა ამისა ის პასუხისმგებელია იმერეთის დღის ცენტრების საქმიანობების ყოველდღიურ მართვასა და ადმინისტრირებაზე.