ნათიამ აკადემიური განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე მიიღო და დაწყებითი განათლების ბაკალავრის ხარისხი მიენიჭა.
მან გაიარა პედაგოგიური პრაქტიკა ინკლუზიურ განათლებაში ქ. ქუთაისის #32–ე და ქ. თერჯოლის #1–ლი საჯარო სკოლებში.
ნათია 2019 წლიდან თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ პედაგოგია. კვალიფიკაციის ასამაღლებლად მან არაერთი ტრენინგსა და მოკლე საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.