სწავლის დასრულების შემდეგ ლენი შეუერთდა ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს შოკოლადის კომპანიას და ხელმძღვანელობდა ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებს ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე. ლენიმ, როგორც მოხალისემ, ერთი წელი გაატარა სამხრეთ აფრიკაში და მუშაობდა მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ინკლუზიურ და ურბანულ ცვლილებებზე. მოხალისედ მუშაობის შემდეგ, ლენი ორგანიზაციების სტრატეგიული განვითარების საკითხებით დაინტერესდა და მოიპოვა ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიკატი. პრაქტიკული გამოცდილების მიღება მან, მცირე და დიდ კომპანიებთან, ასევე საჯარო დაწესებულებებთან თანამშრომლობით დაიწყო. მას შემდეგ ორგანიზაციების მხარდაჭერა და ორგანიზაციული კულტურის საკითხებზე ორიენტირება ლენის მთავარი მიზანი გახდა.
2021 წელს ლენი შეუერთდა ორგანიზაციას „პური მთელი მსოფლიოსთვის“, როგორც ტექნიკური მრჩეველი პაპუა-ახალ გვინეაში, სადაც იგი სხვადასხვა ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებს განვითარებაში ეხმარებოდა.
ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის გუნდის წევრი ის 2022 წლიდან გახდა. ლენი მოწვეული პროფესიონალია, რომელიც გერმანულმა ორგანიზაციამ „პური მთელი მსოფლიოსთვის“ 2022 წლის დეკემბერში საქართველოში გამოგზავნა. მისი ჩამოსვლის მიზანია, დაეხმაროს ორგანიზაციას, ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის, სტრატეგიის შემუშავებაში, მდგრადი და ეფექტიანი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბებაში. ლენი მზად არის, რომ მთელი თავისი ცოდნა და გამოცდილება მოახმაროს ორგანიზაციას, რომ განავითაროს მისი სოციალური სერვისები.