როცა ერთგული მეგობრები გყავს არც ახალ გამოწვევებთან გამკლავებაა რთული, Covid-19-მა კი ყველა მრავალი გამოწვევის წინაშე დაგვაყენა.
დღის ცენტრების მომომსახურების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებამდე, მნიშვნელოვანია დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება. განსაკუთრებული მნიშვნელობა, ბენეფიციარებისა და პერსონალის, თერმო სკრინინგს ენიჭება.
სააფთიაქო ქსელმა PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი განათლების განვითრების და დასაქმების ცენტრს, ქუთაისის, სამტრედიის, თერჯოლის და საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრებისთვის უკონტაქტო თერმომეტრები გადასცა.
სააფთიაქო ქსელს PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებთ.
მადლობა სააფთიაქო ქსელს PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი ერთგულებისთვის!