სამტრედიის და თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა მიულოცა და კომპანიასთან „მაკდონალდსი“ თანამშრომლობით, მათთვის სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი აქტივობები გამართა

მაკდონალდსმა ბავშვებს საჩუქრები გადასცა და საკვებით გაუმასპინძლდა
სამტრედიისა და თერჯოლის დღის ცენტრების ბენეფიციართა ტრანსპორტირება ადგილობრივმა თვითმმართველობებმა უზრუნველყვეს
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა შშმ ბავშვების სოციალიზაცია და ინტეგრაცია საზოგადოებაში, მხარეთა სოციალური პასუხისმგებლობების განაწილება და ბავშვზე მზრუნველობა

ახალგაზრდული ცენტრი უკვე მეხუთე წელია თანამშრომლობს მაკდონალდსთან
ღონისძიება ორგანიზებული იქნა ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC)