ნათია ქალაქ ქუთაისში დაიბადა. სკოლის დასრულების შემდეგ მან აკადემიური განათლება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, სადაც ისტორიის პედაგოგის კვალიფიკაცია მიენიჭა.
მისი სამუშაო გამოცდილება 2005 წლიდან, სამართალმცოდნეობისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგად მუშაობით იწყება. 2005 –2012 წლებში ამავე სკოლის დირექტორი იყო. 2018 წლის მარტიდან განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნათიას უშუალო პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის პროგრამული დაგეგმვა და მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, რისკების შეფასება და საზოგადოებრივ საქმიანობაში ორგანიზაციის მისიის და მიზნების წარმოჩენა.
ნათია 2022 წლიდან ორგანიზაციის ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის გამგეობის თავმჯდომარეა.
ნათია არაერთ ტრენინგში, სემინარსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდა, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მას თავადაც აქვს ტრენერობის ხანგრძლივი გამოცდილება. ნათია არაერთი გამოცემის ავტორი და თანაავტორია, ეს ყოველივე მას ეხმარება დიდი პროფესიონალიზმით შეასრულოს მისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობები.