View Post

ბაღდათობა 2026-ის დღესასწაულს ჩვენი ორგანიზაციაც „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევებისა და განვითარებისთვის“ შეუერთდა. ჩვენს კუთხეში მთელი დღის განმავლობაში საშემოდგომო განწყობა, შემოქმედება და სასიამოვნო შეხვედრები იყო:

ჩვენთან მოსულ სტუმრებს გავუზიარეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ზრდასრულების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები, რომლებშიც მათი შრომა, შემოქმედებითი უნარები და ინდივიდუალობა აისახა. გავუმასპინძლდით ტკბილეულით და ტრადიციული ჩურჩხელებიც იქვე ამოვავლეთ. განსაკუთრებული ხალისი დღესასწაულს ჩვენმა ამერიკელმა და გერმანელმა მოხალისეებმა შემატეს, რომლებმაც სტუმრებს თავიანთი ქვეყნების ტრადიციული კერძები და ტკბილეული გააცნეს.

ღონისძიება შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ადგილობრივ მოსახლეობასა და სტუმრებთან გვესაუბრა „ჰაბიტატის“ საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მადლობა ყველას, ვინც გვესტუმრა, ჩვენი ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებით დაინტერესდა და ეს დღე ჩვენთან ერთად აღნიშნა! გვიხარია, რომ ბაღდათობის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობით შეგვიძლია კიდევ უფრო გავაძლიეროთ კავშირი ადგილობრივ საზოგადოებასთან და ერთად შევქმნათ მეტი შესაძლებლობა თანასწორობისა და ჩართულობისთვის.

„ჰაბიტატი“ ბაღდათობა 2026-ზე!