View Post

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის „ალტერას“ სერვისით მოსარგებლეებმა ბათუმში საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილებებით სავსე დღე გაატარეს.

მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გაისეირნეს ბულვარში და შავი ზღვის სანაპიროზე, საღამოს იახტით ზღვაში გავიდნენ და დღის დასასრულს მზის ჩასვლას ზღვიდან დააკვირდნენ.

მსგავსი გასვლითი აქტივობები მხოლოდ დასვენებასა და გართობას არ ემსახურება. ახალი ადგილების აღმოჩენა, მრავალფეროვან გამოცდილებაში მონაწილეობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა ხელს უწყობს სოციალური უნარების განვითარებასა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას. „ალტერაში“ გვჯერა, რომ თითოეული ადამიანის ყოველდღიურობა უნდა იყოს სავსე არჩევანის თავისუფლებით, სიხარულითა და ახალი შესაძლებლობებით!

ბაღდათის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის „ალტერას“ სერვისით მოსარგებლეების ექსკურსია ბათუმში