სამტრედიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „ლამპარი“ სერვისით მოსარგებლეები სამტრედიის სტადიონზე ფეხბურთის მატჩს დაესწრნენ.
მსგავსი აქტივობები ბავშვებს ახალი გამოცდილების მიღების, სოციალური უნარების განვითარების, თანატოლებთან და საზოგადოებასთან მეტი ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევს. თითოეული ასეთი დღე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი დამოუკიდებლობის, თავდაჯერებულობისა და საზოგადოებაში აქტიური ინტეგრაციისკენ.
სპორტი მხოლოდ თამაში არ არის – ის გუნდურობას, კომუნიკაციას, მხარდაჭერასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ყოფნის გამოცდილებას ქმნის.
ჩვენ გვჯერა, რომ ინკლუზიური საზოგადოება ასეთი საერთო გამოცდილებებით იქმნება.

