View Post

მოხალისის სტუმრობა ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრში „ალტერა“

ბაღდათის სოციალური ინკლუზიის ცენტრში „ალტერა“ ძალიან თბილი, ფერადი და ენერგიით სავსე დღე გვქონდა.

ცენტრს ახალი მეგობარი — მოხალისე ანა ნიორაძე ეწვია. ანამ ცენტრის სერვისით მოსარგებლეებს ბისერებით ულამაზესი ჩანთებისა და სხვადასხვა აქსესუარების დამზადება, ასევე ქსოვა ასწავლა.

პროცესი იმდენად შთამაგონებელი აღმოჩნდა, რომ საათები შეუმჩნევლად გაფრინდა – თითოეული დეტალი, ფერთა შეხამება და შექმნილი ნივთი მათი უსაზღვრო პოტენციალისა და ფანტაზიის დასტურია.

ძალიან გვიხარია, რომ ანა „ალტერას“ კვირაში ერთი დღე ეწვევა და ბენეფიციარებს სხვადასხვა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალიზებაში დაეხმარება. დიდი მადლობა ანას ამ წამოწყებისთვის, სითბოსთვის და იმ ენერგიისთვის, რომელიც „ალტერას“ წევრებს გაუზიარა!