View Post

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის „საპოვნელა“ ვიზიტი გოგნში

თერჯოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი „საპოვნელა“ კიდევ ერთი საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე გასვლითი აქტივობის მონაწილე გახდა.

ბავშვები ესტუმრნენ გოგნის წმინდა გიორგის კარუგდებელის ტაძარს, მოილოცეს და დაათვალიერეს ისტორიული გარემო. მოინახულეს ძევრის საგვარჯილის გამოქვაბული, სადაც ბუნების სილამაზითა და საინტერესო სანახაობებით დატკბნენ.

დღე განსაკუთრებულად მხიარული აღმოჩნდა – ბუნებაში მოაწყვეს პიკნიკი, ითამაშეს სხვადასხვა სახალისო თამაში, გაერთნენ და ერთად შექმნეს უამრავი სასიამოვნო მოგონება. მსგავსი გასვლითი აქტივობები ბავშვებს ახალ გამოცდილებას, დადებით ემოციებსა და ერთმანეთთან სასიამოვნო დროის გატარების შესაძლებლობას აძლევს.