2026 წლის 28 ივნისს, ორგანიზაციის ენისა და მეტყველების თერაპევტებმა მონაწილეობა მიიღეს სემინარში „მეტყველების არტიკულაციის სპეციფიკური დარღვევები“, რომელიც განკუთვნილი იყო პრაქტიკოსი ენისა და მეტყველების თერაპევტებისთვის.
სემინარის მიზანი იყო მეტყველების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევის შესახებ თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცოდნისა და ეფექტური თერაპიული მიდგომების გაზიარება. მიღებული ინფორმაცია ხელს შეუწყობს თერაპევტების პროფესიული კომპეტენციის გაძლიერებას, ინტერვენციის ხარისხის გაუმჯობესებას, თერაპიის პროცესის ოპტიმიზაციასა და სამუშაო პროცესში უფრო ეფექტური და მდგრადი შედეგების მიღწევას.
ორგანიზაცია „ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევებისა და განვითარებისთვის (HEAD)” განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მუშაობის პროცესში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკის დანერგვას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა სპეციალისტმა მუდმივად განაახლოს ცოდნა და პრაქტიკაში დანერგოს საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული მიდგომები, რაც პირდაპირ აისახება ჩვენს მიერ მიწოდებული სერვისების ხარისხსა და შედეგებზე. სემინარი გაიმართა კავკასიის ენისა და მეტყველების თერაპევტთა ალიანსისა და ლოგომედი • Logomedi – მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრის“ თანამშრომლობით.

